"ის ქვეყანაა ძლიერი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებაა ძლიერი. ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკოსებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შევხვდი და მათთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ოპოზიციის წარმომადგენლებთან კი საარჩევნო კანონმდებლობაზე ვისაუბრეთ", -განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ილვესმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში. ესტონელი ხალხი საქართველოს ოკუპაციას არასდროს შეეგუება. ესტონეთმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არაერთხელ გამოხატა და მის გადახედვას არ აპირებს, - განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ილვესმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერებთან განხილულ საკითხებს, თომას ილვესის თქმით, საუბარი ძირითადად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს შეეხო. თომას ილვესი საქართველოში 4 ივლისს ჩამოვიდა და იმავე დღეს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, დღეს კი ილვესი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ყველაზე პოპულარული
1