Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითქმის გადაიწურა იმედი, რომ იპოვიან „ბულგარიის“ ჩაძირვის შემდეგ გადარჩენილებს


რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, თითქმის გადაიწურა იმედი, რომ კიდევ იპოვიან გადარჩენილებს მდინარე ვოლგაზე თბომავალ „ბულგარიის“ ჩაძირვის შემდეგ. შოიგუს თქმით, თბომავალზე იმყოფებოდა დაშვებულზე მეტი, 208 ადამიანი, როცა ის კვირას, თათრეთის დედაქალაქ ყაზანის მახლობლად ჩაიძირა. გადაარჩინეს 80 ადამიანი, რომელთა უმრავლესობამაც შეძლო სხვა გემზე ასვლა მას შემდეგ, რაც საათზე მეტი მოუწია წყალში ყოფნა. მყვინთავებს ამ დროისთვის ამოყვანილი ჰყავთ 13 დაღუპული და ამბობენ, რომ ჩაძირულ თბომავალში რჩება კიდევ 100-მდე მსხვერპლი. კვირას მაშველებმა გამოაცხადეს, რომ დაღუპულები ვერ იპოვეს თვით მდინარეში. თბომავლის ჩაძირვის შესაძლო მიზეზებად სახელდება უამინდობა, ტექნიკური გაუმართაობა და გადატვირთვა. რუსეთში სამშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG