Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში ბრალდება მოუხსნეს რატკო მლადიჩის მეუღლეს


სერბიაში იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდება მოუხსნეს ბოსნიელი სერბების ყოფილი გენერლის, რატკო მლადიჩის მეუღლე ბოსილკა მლადიჩს. ეს უკანაკნელი აცხადებს, რომ ავტომატური იარაღი და რამდენიმე პისტოლეტი, რომელიც 2008 წელს იპოვეს, ბელგრადში მისი სახლის ჩხრეკის დროს, მის ქმარს ეკუთვნოდა. რატკო მლადიჩი 3 ივლისს წარდგა გაეროს ჰააგაში განთავსებული სამხედრო ტრიბუნალის წინაშე. მას წაყენებული აქვს სამხედრო დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ბრალდებები.
XS
SM
MD
LG