შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები შეხვდნენ ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის წარმომადგენლებს და აუწყეს, რომ კადაფი უნდა გადადგეს. განცხადებაში, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა დელიში, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ნათქვამია, რომ შეხვედრა იყო არა მოლაპარაკებები, არამედ ის მხოლოდ მიზნად ისახავდა უწყების გადაცემას, და რომ არც მომავალშია დაგეგმილი შეხვედრები. ლიბიის მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ მხარეები შაბათს შეხვდნენ ერთმანეთს ურთიერთობების გამოსწორების მიზნით. პარასკევს შეერთებულმა შტატებმა და კიდევ 30-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარეს მეამბოხეების მიერ შექმნილი ეროვნული გარდამავალი საბჭო ქვეყნის კანონიერ გარდამავალ მთავრობად.
ყველაზე პოპულარული
1