Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში ორშაბათს ღამით სამგლოვიარო აქციები ჩატარდა


ორშაბათს ღამით მთელ ნორვეგიაში მოეწყო სამგლოვიარო აქციები 22 ივლისს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. აქციებში ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გუშინ ოსლოში ასი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ოსლოში მომხდარ აფეთქებასა და ახალგაზრდულ ბანაკში შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ანდერს ბრეივიკი აცხადებს, რომ მას სურდა ევროპაში ანტიისლამისტური კამპანიის ინიცირება. ორშაბათს ნორვეგიის ტელევიზიით გადაიცა ინტერვიუ ანდერს ბრეივიკის მამასთან. ის საფრანგეთში ცხოვრობს და ითხოვა ინტერვიუს დროს მისი სახე არ ეჩვენებინათ. მან თქვა, რომ ერჩივნა მის შვილს თავი მოეკლა და არ დაეხოცა უდანაშაულო ადამიანები. ანდერს ბრეივიკს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება, სასჯელის ვადის გაგრძელების შესაძლებლობით.
XS
SM
MD
LG