Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა ლიპარტელიანს 6 აგვისტოს ქუთაისში დაკრძალავენ


ნორვეგიაში ტერაქტის შედეგად, 22 ივლისს დაღუპულ თამთა ლიპარტელიანს 6 აგვისტოს ქუთაისში დაკრძალავენ. მისი ცხედარი საქართველოში გამთენიისას გადაასვენეს. 23 წლის თამთა ლიპარტელიანი იმყოფებოდა კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც ნორვეგიელმა ანდერს ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა. თამთა ლიპარტელიანის სამშობლოში გადასვენების ხარჯი ნორვეგიის მთავრობამ დაფარა.
XS
SM
MD
LG