Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ, სარკოზიმ და მერკელმა ევროზონის კრიზისი და სირიის საკითხები განიხილეს


თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ევროზონის კრიზისთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები განიხილა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად. სატელეფონო საუბარი ლიდერებთან ცალ-ცალკე გაიმართა. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ობამა მიესალმა იმ ფაქტს, რომ „პრეზიდენტი სარკოზისა და კანცლერ მერკელის ხელმძღვანელობით გრძელდება ევროპის ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება.“ სამი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ასევე სიტუაცია სირიაში, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა უსაფრთხოების ძალების მხრიდან განხორციელებული იერიშების შედეგად. აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა დაგმეს ძალის გადამეტებული გამოყენება სირიაში. სატელეფონო საუბრამდე, იტალია გამოვიდა ინიციატივით გაიმართოს დიდი შვიდეულის ქვეყნების შეხვედრა, რომელზეც განიხილება ევროს საკრედიტო ღირებულებისა და საფონდო ბირჟებზე აქციათა ფასების შემცირების საკითხები.
XS
SM
MD
LG