Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი ოცეული“ პირობას დებს, რომ არ დაუშვებს მსოფლიო მასშტაბის საფინანსო კრიზისს


„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ყოველი ღონე იხმარონ მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე სტაბილურობის განსამტკიცებლად. აზიის საფონდო ბირჟებზე დღეს კვლავ აღინიშნა წამყვანი ინდექსების ვარდნა - მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში სააგენტო „სტანდარდ ენდ პურმა“ აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი ჩამოაქვეითა. ინდექსების ვარდნა დაფიქსირდა ევროპის ბირჟებზეც, თუმცა მოგვიანებით ისინი ისევ გაიზარდა. აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის ვარდნის გარდა, საფინანსო ბირჟებზე შეშფოთებას იწვევს ევროზონის ზოგ ქვეყანაში - განსაკუთრებით, იტალიასა და ესპანეთში - შექმნილი არასტაბილური ეკონომიკური ვითარება.
XS
SM
MD
LG