Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ


8 ოპოზიციურმა პარტიამ და ლევან გაჩეჩილაძემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს მიხეილ სააკაშვილის ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტის შესახებ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. მისივე ცნობით, ლეიბორტების მიერ ინიცირებული დოკუმენტის ხელმომწერი პარტიები არიან, დემოკრატიული მოძრაობა, ქართული პარტია, ”თავისუფალი საქართველო," მოძრაობა ”თეთრები," მწვანეთა პარტია, მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის" და სოციალ-დემოკრატიული პარტია. ნათელაშვილის განცხადებით, ”2008 წლის ეროვნული კატასტროფიდან სამი წლისთავზე გამოკვეთილად ჩანს, რომ საქართველოს უპირველესი მტერი სააკაშვილია და სანამ ის ხელისუფლებაშია, ქვეყანას არაფერი ეშველება.” ლეიბორისტთა ლიდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტის დოკუმენტზე დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ხელმოწერას სექტემბრამდე დაელოდებიან.
XS
SM
MD
LG