Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დუმა განახორცილებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების შეთანხმებების რატიფიკაციას


რუსეთის პრეზიდენტმა მის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირების შეთანხმებები სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა. კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეთანხმებები არეგულირებს გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზებისადმი მხარეთა იურისდიქციის საკითხებს და განსაზღვრავს ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად ამ ბაზების მოქმედების წესს, რუსეთის და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამ შეთანხმებებს რუსეთმა მის მიერ აღიარებულ აფხაზეთთან ხელი შარშან თებერვალში, სამხრეთ ოსეთთან კი, შარშან აპრილში მოაწერა.
XS
SM
MD
LG