Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა პირველი ოფიციალური კონტაქტი დაამყარა ლიბიელ მეამბოხეებთან


ირანმა დღეს დაამყარა პირველი ოფიციალურ კონტაქტი ლიბიის ეროვნულ გარდამავალ საბჭოსთან. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მინისტრმა, ალი-აქბარ სალეჰიმ, ტელეფონით დაურეკა საბჭოს თავმჯდომარეს, მუსტაფა აბდულ ჯალილს და მიულოცა ლიბიელ ხალხს გამარჯვება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სალეჰიმ ჯალილი თეირანში მიიწვია ორმხრივი ურთიერთობის გაფართოების შესახებ მოსალაპარაკებლად. ცნობით, ირანის ელჩი, რომელმაც დატოვა ტრიპოლი არეულობს გამო, მალე დაბრუნდება ლიბიაში. გასულ კვირაში, ლიბიის საელჩომ თეირანში ქვეყნის დროშა ჩამოხსნა და კადაფის საწინააღმდეგო მოძრაობას შეუერთდა.
XS
SM
MD
LG