Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კალათბურთელები დამარცხდნენ რუსეთის ნაკრებთან


ლიტვაში მიმდინარე ევროპის კალათბურთელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები კლაიპედაში დამარცხდა რუსეთის ეროვნულ გუნდთან - 58:65. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო მანუჩარ მარკოიშვილი - 21 ქულა, ხოლო მისმა მეტოქემ, ანდრეი კირილენკომ, 20 ქულა მოაგროვა. ამ გამარჯვების შედეგად რუსეთის კალათბურთელები 4 ქულით სათავეში ჩაუდგნენ D ჯგუფის სატურნირო ცხრილს. მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს გამართავს სლოვენიის გუნდთან.
XS
SM
MD
LG