Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი თურქეთს და ისრაელს მოუწოდებს გამოასწორონ ურთიერთობა


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მოუწოდა ყოფილ მოკავშირეებს, თურქეთს და ისრაელს, გამოასწორონ ურთიერთობა, რათა დაეხმარონ ახლო აღმოსავლეთის პროცესს. ბანის მოწოდება მოჰყვა თურქეთის ნაბიჯს, გაეწვია ისრაელის წარმოადგენელი ანკარიდან და შეეჩერებინა სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან. ეს ნაბიჯი მოჰყვა გაეროს ანგარიშის გამოქვეყნებას ისრაელის არმიის მიერ თურქეთის ცხრა მოქალაქის დახოცვის გარემოებების შესახებ. ინციდენტი მოხდა 2010 წელს, როცა ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ჰუანიტარულ ფლოტილიაზე, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა ღაზის სექტორში, რომელიც ისრელის მიერ ბლოკადაშია მოქცეული. ისრაელმა თურქი მოქალაქეების დახოცვის აგმო კიდევ ერთხელ გამოხატა სინანული, მაგრამ არ სურს ბოდიშის მოხდა, როგორც ამას თურქეთი ითხოვს. თურქეთი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დავითოღლუმ განაცხადა, ემზადება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი ღაზის სექტორზე ისრაელის ბლოკადის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG