Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი რვიანი არაბული სამყაროსათვის ფინანსური მხარდაჭერაზე მსჯელობს


დიდი რვიანის ჯგუფში შემავალი განვითარებული ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და სხვა მაღალი რანგის ფინანსისტები საფრანგეთის სამხრეთში მიმდინარე შეხვედრაში არაბული სამყაროსათვის რეფორმების ხელშემწყობ ფინანსურ დახმარებაზე მსჯელობენ.
მოსალოდნელია, რომ ისინი იმსჯელებენ ტუნისის, ეგვიპტის, მაროკოსა და იორდანიისათვის 2013 წლამდე დარჩენილ პერიოდში მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხზე. თუკი დაფინასების საკითხი გადაწყვეტა, ეს იქნება სესხი და არა გრანტი. დიდი რვიანის საფინანსო წრეების შეხვედრას საფრანგეთის ქალაქ მარსელში ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროს, კუვეიტის, ყატარისა და თურქეთის დელეგაციებიც ესწრებიან.
XS
SM
MD
LG