Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამხედრო მოკლეს ავღანეთის სამხრეთში


ნატოს მეთაურობით ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო ჯარის ცნობით, მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთში აფეთქების შედეგად. ცნობაში სხვა დეტალი არაა მოყვანილი. ბოლო თვეში სულ მცირე 38 ნატოელი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში. ნატოს თანახმად, ბოლო ოთხი თვის მანძილზე, ავღანეთში, სამხედრო ოპერაციების მსვლელობის დროს 450 მეამბოხე თალიბი იქნა მოკლული. დაკავებულია 300 ექსტრემისტი.
XS
SM
MD
LG