Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ევროზონის ფონდის უფლებამოსილების გაზრდას


გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში, მხარდაჭერა გამოუცხადეს მეტი უფლებამოსილების მინიჭებას ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდისათვის. საქმე ეხება ევროკავშირის ფონდს ფინანსური პრობლემების მქონე წევრების დასახმარებლად. ბუნდესტაგში გამართულ კენჭისყრაზე, 523 პარლამენტარი მიემხრო შეთავაზებულ ცვლილებას, წინააღმდეგი იყო 85. 440 მილიარდი ევროს მომცველი ფონდისათვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება ითვალისწინებს რამდენიმე სიახლეს, მათ შორის სახელმწიფო ობლიგაციების შეძენისა და პრობლემების მქონე მთავრობებისთვის ფულის სწრაფად, მასშტაბური კრიზისის დაწყებამდე სესხების უფლებას.
XS
SM
MD
LG