Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვარი: სირტეში კრიტიკული მდგომარეობაა


საერთაშორისო წითელი ჯვრის ინფორმაციით, ლიბიის ქალაქ სირტეში ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები ორმხრივი ცეცხლის ქვეშ იმყოფებიან ქალაქში, სადაც გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს მუამარ კადაფის ერთგულ ჯარსა და ეროვნული გარდამავალი საბჭოს სამხედრო დანაყოფებს შორის. წითელი ჯვრის წარმომადგენლის თანახმად, ქალაქის ჰოსპიტალში იწურება რესურსები და მას არ შეუძლია ბრძოლისა და ნატოს ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშების გამო დაჭრილების მიღება.
XS
SM
MD
LG