Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგული ადამიანების ძებნა გრძელდება საქართველო-სომხეთის საზღვრის სიახლოვეს


საქართველოს ოთხი და სომხეთის სამი მოქალაქის ძებნა გრძელდება ორი ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელ ლჩკაძორთან. შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული ამ ტერიტორიაზე გასულ საღამოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად. სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა საქართველოს დაკარგული მოქალაქეების ვინაობა. ისინი არიან გენა და ნუკრი სურმანიძეემი და არტურ და გურგენ აკოპიანები. ამავე სამინისტროს განცხადებით, სომხეთში საქართველოს ელჩმა თენგიზ შარმანაშვილმა ერევანს თბილისის დახმარება შესთავაზა, თუმცა მას მადლობა გადაუხადეს და განუმარტეს, რომ მსგავსი საჭიროება არ არსებობს. სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, მეწყერში საერთო ჯამში მოჰყვა 35 ავტომანქანა. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
XS
SM
MD
LG