Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება გარი კასპაროვი


თბილისში იმყოფება ცნობილი მოჭადრაკე, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გარი კასპაროვი. მან საქართველოს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სკოლებში ჭადრაკის სწავლების პროგრამა გააცნო. მანამდე კასპაროვმა პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მომავალში აუცილებლად გაგრძელდება. მისივე თქმით საქართველოს სუვერენიტეტი შელახა პუტინის რუსეთმა, რომელსაც მეგობრებთან ერთად ეწინააღმდეგება. გარი კასპაროვმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპა და აშშ პუტინისა და მისი ხელისუფლების შეფასებას უფრო ობიექტურად დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG