Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანსუა ოლანდი მზად არის ნიკოლა სარკოზის დაუპირისპირდეს


პრეზიდენტობის კანდიდატობაზე საფრანგეთის სოციალისტური პარტიის წინასწარ არჩევნებში გამარჯვებული ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ მზად არის მომავალ გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის დაუპირისპირდეს. სოციალისტების მიერ ჩატარებულ ”პრაიმერიზ”-ში ოლანდმა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ხმების 56 პროცენტი მიიღო. პროცესში 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ოლანდმა მომხრეებს განუცხადა, რომ ”მძიმე ბრძოლა” ელის. საზოგადოებრივი აზრის კვლევები ადასტურებს, რომ ფრანსუა ოლანდი ახლა ნიკოლა სარკოზიზე პოპულარულია.
XS
SM
MD
LG