Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: "საქართველო ვმო-ში რუსეთისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს"


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის საქართველო დაბრკოლებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა სამი რუსული რადიოსადგურის, "გოლოს როსიის", "რადიო როსიის" და "ეხო მოსკვის" ეთერში საუბრისას განაცხადა. პარასკევს ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან ერთად უკანასკნელი სადავო საკითხების გადაწყვეტა მოახერხეს მოლაპარაკებებზე, რომლებიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას შეეხებოდა. ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის პასუხისმგებელი პირის კარელ დე გუხტის თქმით, მხარეებმა მიაღწიეს კომპრომისს საკითხებში, რომლებიც საავტომობილო წარმოებას, რუსეთში სურსათის ექსპორტსა და რუსეთიდან მერქნის ექსპორტის კვოტებს შეეხება. "თუ ვმო-ს საწესდებო დოკუმენტაციით მკაცრად ვიხელმძღვანელებთ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს პოზიცია დამაბრკოლებელი არ იქნება. არსებობს საშუალებები, რომლებიც გათვალისწინებულია ვმო-ს წესდებაში იმისთვის, რომ ჩვენი ვალდებულებები ორგანიზაციის წევრებთან მიმართებაში საქართველოზე არ გავრცელდეს", – განაცხადა ლავროვმა. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც კვლავინდებურად ეწინააღმდეგება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრებისა და საბაჟო რეჟიმების არალეგიტიმურობის გამო, - ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე კომენტარებს არ აკეთებს.
XS
SM
MD
LG