Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის სასამართლო ასანჟის ექსტრადიციას შესაძლებლად მიიჩნევს


ბრიტანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ვიკილიკსის თანადამფუძნებელი ჯულიან ასანჟი უნდა გადაეცეს შვეციას, სადაც იგი დაკითხული იქნება სექსუალური დანაშაულში მონაწილეობის გამო. ლონდონის ზემდგომმა სასამართლომ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უარი ეთქვა ასანჟის აპელაციას ექსტრადიციის შეჩერების თაობაზე. შვეციის ხელისუფლებას სურს დაკითხოს ასანჟი მის მიერ გასულ წელს ვიკილიკსის ორი ყოფილი მოხალისე ქალის გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ბრალდებასთან დაკავშირებით. ასანჟი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იგი იდევნება აშშ-ის ათასობით საიდუმლო დიპლომატიური დეპეშის გამოქვეყნების გამო. თუმცა, ასანჟს უფლება აქვს ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.
XS
SM
MD
LG