Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაჯი დაიწყო


მთელი მსოფლიოდან მუსულმანებმა დღეს ჰაჯის ყოველწლიური მომლოცველობა დაიწყეს. საუდის არაბეთის წარმომადგენლების ვარაუდით, ექვსდღიან რიტუალში 2.5 მილიონამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მომლოცველობის ცენტრია მექა - ისლამისთვის ყველაზე წმინდა ადგილი, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების ადგილად არის მიჩნეული. წლევანდელი ჰაჯის ფონია არაბულ ქვეყნებში მიმდინარე უპრეცედენტო ანტი-სამთავრობო გამოსვლები, რასაც ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში ავტოკრატი ლიდერების დამხობა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG