Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგარდი რუსეთს მოუწოდებს ეკონომიკის დივერსიფიცირებისაკენ


საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი, კრისტინ ლაგარდი რუსეთს აფრთხილებს, ნუ მიეცემა თვითკმაყოფილებას ევროზონის წევრ ქვეყნებში საბიუჯეტო კრიზისის ფონზე. ლაგარდის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკას კვლავინდებურად აქვს არაერთი სისუსტე. ლაგარდმა ეს შეფასებები გამოთქვა სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის რანგში რუსეთში თავისი პირველი ვიზიტისას. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ მოსკოვს მოუწევს ზრუნვა ფისკალური მდგომარეობის გამოსწორებაზე და ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე, რათა შეამციროს დამოკიდებულება ნავთობისა და გაზის ექსპორტზე. დღევანდელ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ლაგარდი და მედვედევი მონაწილეობდნენ დიდი ოცეულის სამიტში, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ კანში გაიმართა.
XS
SM
MD
LG