უფლებადამცველების ინფორმაციით, სირიის უშიშროების ძალებმა დღეს, სულ ცოტა, 12 ადამიანი მოკლეს, მათი უმრავლესობა ცენტრალური სირიის ქალაქებში. როგორც იუწყებიან, ექვსი ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად ჰამაში, ორი კი ასევე ცენტრალურ სირიაში მდებარე ჰომსში. ერთი მამაკაცი მოკლეს დამასკში. იუწყებიან აგრეთვე, რომ სირიელ ოპოზიციონერებს თავს დაესხნენ კაიროში, არაბული ლიგის შტაბ-ბინასთან, როცა ოპოზიციონერთა დელეგაცია მიეშურებოდა არაბული ლიგის თავმჯდომარესთან შესახვედრად. თავდამსხმელებმა, მათ შორის სირიელმა ემიგრანტებმა განაცხადეს, რომ დელეგაციის წევრები არ არიან სირიელების ნამდვილი წარმომადგენლები და სინამდვილეში მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. გაეროს მონაცემებით, სირიაში 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც მარტის შუა რიცხვებში დაიწყო გამოსვლები მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ.
ყველაზე პოპულარული
1