სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ რეგიონებში საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია დაიწყო.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გორში პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წევრების მონაწილეობით დისკუსია გამართა. დისკუსიის თემა იყო ახალი საარჩევნო კოდექსით შემოთავაზებული საარჩეევნო სისტემა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მარეგულირებელი ნორმები, არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემები. ამ ორგანიზაციების შეფასებით, შემოთავაზებული პროექტი არ ასახავს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, რეგიონებში მათი გასვლა საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებას ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული შენიშვნები გააცნეს. ამ შენიშვნების მიხედვით, საარჩევნო კოდექსის პროექტი აღარ ითვალისწინებს უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა შესაძლებლობას, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აწარმოონ ფოტო- და ვიდეოგადაღება. პროექტი აღარაფერს ამბობს ვიდეოთვალის თაობაზე, რაც ნიშნავს რომ მათი განთავსება აღარ მოხდება კომისიებში. აღარ არსებობს ამომრჩეველთა მარკირების პროცედურა და არ არის შემოთავაზებული კონტროლის განხორციელების ალტერნატიული საშუალება.
კოდექსის პროექტით, დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე იზრდება. დაზუსტებას საჭიროებს ის, თუ სამართლებრივად როგორ მოხდება პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა. აღნიშნულის განხორციელება მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში არის შესაძლებელი. შემოთავაზებული პროექტი ასევე არ ითვალისწინებს თვითმმართველ ქალაქთა მერების პირდაპირი წესით არჩევას. კვლავ ბუნდოვანი რჩება საარჩევნო სიების დაზუსტების საკითხი. ახალი კოდექსის მიხედვით, იზრდება იმ თანამდებობის პირთა წრე, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ შეუზღუდავად მიიღონ მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში - ასეთები არიან, მაგალითად, გუბერნატორები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის ირინა ურუშაძის აზრით, ახალი კოდექსის პროექტი ვერ აგვარებს პარტიის მიერ მიღებული ხმების და მათ მიერ პარლამენტში მოპოვებული მანდატების ურთიერთპროპორციულობის პრობლემას და, შესაბამისად, ირღვევა ამომრჩეველთა ხმის წონის თანაბრობის პრინციპი.
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია შენიშვნებისა და რეკომენდაციების პროექტს გადაუგზავნის პარლამენტს და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, წინასწარ უკვე ცნობილია, რომ პარლამენტი მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარებს არასამთავრობოების რეკომენდაციებს, თუმცა ეს სურათს უკეთესობისკენ რადიკალურად ვერ შეცვლის.