გაეროს ატომური სააგენტოს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რადიაქტიური ნაწილაკებია მცირე დონით აღმოჩენილი - თუმცა ემისიის წყარო უცნობია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ „იოდ-131-ის აღმოჩენილი დონე საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“. ვენაში განთავსებული ამ ორგანიზაციის თქმით, იზოტოპი იოდ-131 დიდხანს ვერ ძლებს და დაახლოებით 8 დღეში იშლება. ჩეხეთის ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან რადიაქტიური იოდ-131 დაკვირვების ქვეშ მყოფ რამდენიმე ობიექტზე იქნა აღმოჩენილი. ამ სააგენტოს თანახმად, დაბინძურების წყარო „დიდი ალბათობით“ ჩეხეთის რესპუბლიკის გარეთ მდებარეობს - და, მისი ინფორმაციით, დაბინძურების მიზეზს არ წარმოადგენს რომელიმე ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარია. პოლონეთი, სლოვაკია და ავსტრია ასევე აცხადებენ, რომ აღმოჩენილია რადიაქტიური ნაწილაკების ნორმაზე მეტი, მაგრამ მაინც დაბალი დონე.
ყველაზე პოპულარული
1