12 ნაფიცი მსაჯულის მონაწილეობით საქართველოში გამართული პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. გასულ საღამოს ნაფიცმა მსაჯულებმა სამი ადამიანის მკვლელობასა და ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულ რევაზ დემეტრაშვილს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. დღეს ნაფიცი მსაჯულები დაესწრნენ სასჯელის დანიშვნის სხდომას, რომელზეც სასამართლოს ერთხმად ურჩიეს სასჯელის შემსუბუქება. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის და მათი რეკომენდაციის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, განაჩენის ერთჯერადად გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ყველაზე პოპულარული
1