Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სამხედრო ლიდერმა ხალხს მიმართა


ეგვიპტის მმართველი უზენაესი სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ივნისში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები. სამხედროები ასევე მზად არიან ჩაატარონ რეფერენდუმი, სამოქალაქო პირებისათვის ხელისუფლების დაუყოვნებელი გადაცემის საკითხზე. ამის თაობაზე ეგვიპტის სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, მარშალმა მოჰამედ ჰუსეინ ტანტავმა 22 ნოემბერს ტელევიზიით გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. „მე დავთანხმდი ესამ შარაფის მთავრობის გადადგომას და იმას, რომ მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე არ ჩამოყალიბდება კაბინეტი, რომელსაც გადაეცემა მთელი ძალაუფლება. ეს საშუალებას მისცემს ახალ მთავრობას სამხედრო ძალების უზენაეს საბჭოსთან კოორდინირებით უხელმძღვანელებს გარდამავალ პერიოდს.“ ეგვიპტეში 28 ნოემბერს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომლის შემდეგაც დაკომპლექტდება მინისტრთა ახალი კაბინეტი. შაბათიდან მოყოლებული ქვეყნის მასშტაბით მომხდარ ძალადობას 24 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1200-ი დაშავდა.
XS
SM
MD
LG