Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანს ახალი ელჩი ეყოლება აშშ-ში


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იუსუფ რაზა გილანიმ შეერთებულ შტატებში პაკისტანის ელჩის პოსტზე წარადგინა პარლამენტის წევრი ქალი, ინფორმაციის ყოფილი მინისტრი შერი რეჰმანი. ის შეცვლის ჰუსაინ ჰაკანის, რომელიც გუშინ გადადგა ბრალდების გამო, რომ ვაშინგტონს მიმართა წერილობითი მოწოდებით, ხელი შეუწყოს პაკისტანში სამხედროების ძალაუფლების შეზღუდვას. ჰაკანი უარყოფს ყოველგვარ კავშირს მიმართვის დაწერასთან, ან გადაცემასთან. ხოლო პაკისტანის საგარეო უწყება ამ ამბავს ”ტოტალურ ფაბრიკაციას” უწოდებს.
XS
SM
MD
LG