საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნებისა" და "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საზოგადოებრივი მოძრაობის იურისტებმა და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა დიპლომატებს განუმარტეს ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით გამოწვეული სამართლებრივი დავის შინაარსი და ადმინისტრაციული სარჩელის ინგლისურენოვანი ვერსია გადასცეს. ”ქართუ ჯგუფის” წარმომადგენლებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომელიც მათივე განცხადებით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ შეექმნათ. კერძოდ, საბაჟო ტერმინალებში მათი კუთვნილი ტვირთების დაზიანებასა და კონტროლის გაძლიერებაზე, ჯგუფის საკუთრებაში არსებული როსტომ მეფის სასახლის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის შექმნილ ბარიერებზე და ბანკი ”ქართუს” გარშემო განვითარებულ პროცესებზე. როგორც ბანკის ხელმძღვანელმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, ”ქართუზე” ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება.
ბიძინა ივანიშვილის მომხრეები დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ყველაზე პოპულარული
1