იაპონიაში, იძუს კუნძულებზე, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისი ბიძგების სიმძლავრე აღწევდა 7 ბალს. არ გავრცელებულა ცნობა ნგრევის და მსხვერპლის შესახებ. იუწყებიან, რომ ატომური სადგურები არეალში ასევე არ დაზიანებულა. შარშან, მარტში, იაპონიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად კატასტროფა მოხდა ფუკუშიმის რეაქტორებზე, დაიხოცა 20 ათასამდე ადმიანი.