სტამბოლში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტის ჰრანტ დინკის მკვლელობის ხუთი წლისთავის აღსანიშნავად. რამდენიმე დღის წინ თურქეთის სასამართლომ 2007 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის ერთ პირს გამოუტანა მსჯავრი. ამასთან, გაამართლა საქმესთან კავშირში ეჭვმიტანილი 19 პირი. ჰრანტ დინკის მხარის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. თურქეთის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი სააპელაციო პროცესის დასრულებამდე შეფასებებისგან თავს იკავებენ. აშშ აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ჰრანტ დინკის მკვლელობის საქმეს.
ყველაზე პოპულარული
1