Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ირანის ელჩი აცხადებს, რომ ირანი შეძლებს იერიშის მიტანას აშშ-ის ძალებზე


რუსეთში ირანის ელჩი ამბობს, რომ ირანი მსოფლიოს გარშემო შეძლებს აშშ-ის ჯარებზე იერიშის მიტანას - იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანს დაესხმება თავს. სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს ელჩ საიედ მაჰმუდ-რეზა საჯადის მიერ ოთხშაბათს მოსკოვში ნათქვამ სიტყვებს - რომ ირანზე თავდასხმა აშშ-სთვის „თვითმკვლელობის“ ტოლფასი იქნება. აშშ-ის მსგავსი გეგმის შესახებ არაფერი გამოუცხადებია - თუმცა ის სამხედრო ნაბიჯებს არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ ირანი ატომური იარაღის ხელში ჩაგდებას გადაწყვეტს. ამასთან, „ინტერფაქსის“ თანახმად, ირანის ელჩი აცხადებს, რომ ახლახან მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსეთი განაახლებს ირანისთვის შეიარაღების მიწოდებას, და ამ პროცესში საერთაშორისო სამართლის კანონებს დაიცავს. მოსკოვი ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ ავრცელებს. გაეროს რეზოლუციის პირობების გათვალისწინებით, რუსეთმა წარსულში უარი თქვა ირანისთვის S-300 ხმელეთი-ჰაერის კლასის სარაკეტო სისტემების მიწოდების გეგმაზე.
XS
SM
MD
LG