Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა გაავრცელეს პეტიცია - ”ეს შენ გეხება”


”ეს შენ გეხება” - ამ სათაურით გამოქვეყნდა საქართველოს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიცია, რომელიც პარლამენტის მიერ შარშან დეკემბერში დამტკიცებული რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების გამო მომზადდა. პეტიციის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ”აცნობიერებენ, რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ 2011 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს, განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებას ანიჭებს კონტროლის პალატას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას და აუარესებს საარჩევნო გარემოს.” არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ და ამ მიზნით აქციების გამართვას და პარლამენტისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენას აპირებენ.
XS
SM
MD
LG