Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში მომხდარი შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


იემენის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 78 ჯარისკაცი და ალ-ყაიდის 28 მებრძოლი დაიღუპნენ აბიანის პროვინციაში კვირას მომხდარი შეტაკების შედეგად. იუწყებიან, რომ თავდამსხმელებმა ტყვეებიც აიყვანეს - 55 ჯარისკაცი. მედიკოსები ადასტურებენ დაღუპულთა რიცხვს. იემენში ხანგრძლივმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, რომელსაც პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომა მოჰყვა, ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტების მისცა შესაძლებლობა, გაემყარებინათ თავიანთი პოზიცია იემენში, განსაკუთრებით მის სამხრეთ ნაწილში.
XS
SM
MD
LG