Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა და ნეთანიაჰუ უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მასპინძლობს, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორი ქვეყნის ურყევ მეგობრობას და განაცხადა, რომ „აშშ-ი ყოველთვის დაუჭერს მხარს ისრაელს“ უსაფრთხოების საკითხებში. ობამას თანახმად, ვაშინგტონის ინტერსებშია, რათა არ დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, რის გამოც აშშ-ის თაოსნობით მიღებული იქნა „დამაზიანებელი სანქციები“ თეირანის წინააღმდეგ. „ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ გამალებული ბირთვული შეიარაღება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ რეგიონში. არ გვსურს არსებობდეს შესაძლებლობა იმისა, რომ ბირთვული იარაღი ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს. და არ გვსურს არსებობდეს ისეთი რეჟიმი, რომლიც სახელმწიფო დონეზე აფინანსებს ტერორისტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბირთვული იარაღის გამოისობით მათ შეუძლიათ იმოქმედონ კიდევ უფრო აგრესიულად და დაუსჯელად. ამიტომაც ვიყავით მოწადინებული, რომ ირანთან დაკავშირებით დამაზიანებელი სანქციები შემოგვეღო,“ - განაცხადა ობამამ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების დაწყების წინ. ბარაკ ობამა და ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთოხების საკითხებს თეთრ სახლში დახურულ კარს მიღამ განიხილავენ. ამერიკის ლიდერის თქმით ყურადღების ცენტშია ირანის სავარაუდო ბირთვული პროგრამა, რომელსაც ირანი შესაძლოა მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად იყენებდეს. ისრაელი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს სამხედრო იერიშით ბირთვული ნაგებობების განადგურების შესაძლებლობას. ირანი კი საპასუხო ზომებით იმუქრება.
XS
SM
MD
LG