Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა


რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელთა თანახმად, გამარჯვება მოიპოვა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც ხმების 63,6 % მოაგროვა. როგორც ინტერფაქსი იტყობინება, ეს შედეგები გამოცხადდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფოებრივი თანამდებობის დასაკავებლად გამართული არჩევნების შეჯამებას. ოფიციალური შედეგებით, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა 17,18 % მოაგროვა, მიხაილ პროხოროვმა - 7,98 %, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ - 6,22 % და სერგეი მირონოვმა - 3,85 %.
XS
SM
MD
LG