Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ყირგიზეთს ეწვია


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტა ყირგიზეთში იმყოფება ამ ქვეყანასა და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მუშაობაზე მოსალაპარაკებლად. ვიზიტის შესახებ ცნობა სამშაბათს დაადასტურეს ოფიციალურმა პირებმა ბიშკეკში შეერთებული შტატების საელჩოში, ისევე როგორც ბიშკეკთან მდებარე მანასის აეროპორტზე, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. ვიზიტის გეგმა ითვალისწინებს პანეტას შეხვედრას ყირგიზ კოლეგა ტაალაიბეკ ომურალიევთან. გასულ თვეში ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ მანასის აეროპორტზე აღარ უნდა დარჩნენ უცხოელი ჯარისკაცები. შეერთებული შტატები მანასის აეროპორტს იყენებს სატრანზიტო ცენტრად ავღანეთში თავისი სამხედრო კონტინგენტისათვის.
XS
SM
MD
LG