Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ცეცხლი წაუკიდეს მეჩეთს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა


ბრიუსელში ცეცხლი წაუკიდეს შიიტურ მეჩეთს, რის შედეგადაც იმამი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნაჯახითა და დანით შეიერაღებული პირი ორშაბათს საღამოს შევიდა მეჩეთში, იატაკზე დაასხა აალებადი სითხე და მას ცეცხლი მოუკიდა. მხუთავი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა 46 წლის იმამი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. თავდამსხმელი დაკავებულია, მაგრამ ჯერ არ დაუდგენიათ მისი ვინაობა. უცნობია მოტივიც.
XS
SM
MD
LG