Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თურქეთის სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას ემსხვერპლა 14 ადამიანი


თურქეთის სამხედრო უწყების ცნობით, ქაბულში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 12 თურქი სამხედრო დაიღუპა. მანამდე ავღანეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ სულ 10 ადამიანი დაიღუპა ქაბულში თურქეთის სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად. ცნობილია, რომ ვერტმფრენი ქაბულის ბაგრამის რაიონში მდებარე სახლს შეეჯახა და მიწაზე მყოფი ორი გოგონაც იმსხვერპლა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავარიის მიზეზი, შესაძლოა, ”ტექნიკური” პრობლემა ყოფილიყო. თვითმხილველთა თქმით, ვიდრე სახლს შეეჯახებოდა, ვერტმფრენი სხვა შენობას გამოედო. ნატოს ძალების განცხადებით, კატასტროფის დროს მიწაზე მეამბოხეთა რაიმე მოქმედება არ შეინიშნებოდა. ავღანეთში თურქეთის 1800 სამხედრო იმყოფება. მათი უმრავლესობა ქაბულის მახლობლად იმყოფება.
XS
SM
MD
LG