საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, კენჭისყრა თბილისის დროით 18 საათის შემდეგ გაიმართება. პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ანდრია ურუშაძის ნაცვლად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინეს. ერთი წევრით განახლებული მთავრობის პროგრამა დღეს პარლამენტს წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ”ნომერ პირველ საზრუნავად” უმუშევრობის დაძლევა დაასახელა.
ყველაზე პოპულარული
1