ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ოთხშაბათს სატელევიზიო გამოსვლისას დაადასტურა, რომ მისმა მთავრობამ შეადგინა სია პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტებისა, რომლებსაც ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება. თუმცა, ლუკაშენკოს განცხადებით, სია ”სრულად არ ამოქმედებულა”. ლუკაშენკოს განმარტებით, მისი მთავრობის ეს ნაბიჯი არის პასუხი ევროკავშირის მიერ ლუკაშენკოს მთავრობასთან ასოცირებული პირების მიმართ სანქციების დაწესებაზე. 23 მარტის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე ევროკავშირი, სავარაუდოდ, გააფართოებს იმ პირთა სიას, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალება.
ყველაზე პოპულარული
1