Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელ პლატინი: ”ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში მხარს თურქეთს დავუჭერ”


სტამბულში გამართულ უეფას კონგრესზე ასოციაციის პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში მხარს თურქეთის კანდიდატურას დაუჭერს .
თუმცა პლატინიმ აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე, შესაძლოა, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამართვის ადგილის არჩევამ იმოქმედოს. "თურქეთს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე საკმაოდ კარგი განაცხადი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მისი ჩატარება საფრანგეთში გადაწყდა. დარწმუნებული ვარ, "ევრო 2020"-ის განაცხადი კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სტამბული ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების კანდიდატიცაა. ორი ასეთი შეჯიბრის ერთად მასპინძლობა კი მეტისმეტია. თუ სტამბული ოლიმპიურ თამაშებს ვერ მიიღებს, მაშინ "ევრო 2020"-ის მასპინძლის არჩევნებში ხმას თურქეთს მივცემ", - განაცხადა პლატინიმ.
XS
SM
MD
LG