Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში პოლიცია მოჰამედ მერას ძმას უტარებს დაკითხვას


საფრანგეთის ანტი-ტერორისტული პოლიცია დაკითხვას უტარებს შეიარაღებული თავდამსხმელის, მოჰამედ მერას ძმას, იმის დასადგენად, მანაც ხომ არ შეასრულა რაიმე როლი მოწყობილ მკვლელობებში. პოლიციის მიწერ განხორციელებულ რეიდში დაღუპვამდე მოჰამედ მერამ აღიარა, რომ შვიდი ადამიანი ჰყავდა დახოცილი. მისი ძმა, აბდელკადერ მერა, პარიზში ტულუზიდან ჩაიყვანეს პარტნიორთან ერთად. გავრცელებული ცნობებით, აბდელკადერმა პოლიციას უთხრა, რომ თავისი ძმით „ამაყობს“. მერას დედა პარასკევს გაათავისუფლეს, ბრალის წაყენების გარეშე. პოლიცია ცდილობს დაადგინოს, მარტო მოქმედებდა თუ არა მერა, რომელიც 23 წლის, ალჟირული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე იყო. თავად მერა თავს ალ-ყაიდის წევრად აცხადებდა. მან სამი თავდასხმა მოაწყო - ჯერ სამი ჯარისკაცი იმსხვერპლა, შემდეგ კი ებრაული სკოლის სამი მოწაფე და მასწავლებელი დახოცა.
XS
SM
MD
LG