Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის არჩევნებში თიბილოვი ლიდერობს


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დასრულდა განმეორებითი საპრეზიენტო არჩევნები. უკვე ცნობილია, რომ ამომრჩევლის აქტიურობამ 60 პროცენტზე მეტი შეადგინა და, შესაბამისად, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა. დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა „რია-ნოვოსტის“ აცნობა, რომ წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, ლეონიდ თიბილოვი. მეორე ტურის შესახებ პროგნოზი ჯერჯერობით არ კეთდება. ასევე ჯერჯერობით უცნობია ვინ გავიდა მეორე ადგილზე - სანაკოევი თუ მედოევი. საპრეზიდენტო არჩევნები პირველად 27 ნოემბერს გაიმართა, თუმცა გაუქმებულ იქნა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის კანდიდატმა, ალა ჯიოევამ, გამარჯვების მოპოვება შესძლო. დღევანდელ ხელმეორე არჩევნებში კენჭს ოთხი კანდიდატი იყრიდა. მათ შორის არ არიან ყოფილი ძირითადი კანდიდატები - ალა ჯიოევა და ანატოლი ბიბილოვი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს. ალა ჯიოევამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა - მისი აზრით, მონაწილეობა წინა კენჭისყრის გაუქმების კანონიერების აღიარების ტოლფასი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG