პაკისტანის სასამართლო მომავალ კვირაში ბრალდებებს წაუყენებს ოსამა ბინ ლადენის სამ ქვრივსა და ორ სრულწლოვან ქალიშვილს. ისინი პაკისტანში არიან დაკავებული მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების შენაერთმა გასული წლის მაისში ჩაატარა ოპერაცია ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ აბოტაბადში - შენობაში, რომელსაც თავის აფარებდა ალ-ყაიდის ლიდერი ოჯახის წევრებთან ერთად. თვით ოსამა ბინ ლადენი მოკლული იქნა. მისი ქვრივებისა და ქალიშვილების ადვოკატის განცხადებით, დაკავებულებს წაუყენებენ პაკისტანის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლისა და ცხოვრების ბრალდებებს. სამართლის ექსპერტების შეფასებით, ქალებს მიუსჯიან, მაქსიმუმ, ხუთი წლით პატიმრობას. ცნობების თანახმად, ბინ ლადენის ქვრივებიდან ორი საუდის არაბეთიდანაა, ერთი კი იემენიდან.
ყველაზე პოპულარული
1