Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა იცავს მედვედევთან საუბარში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შემთხვევით მოისმინეს სხვებმაც


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იცავს თავის განცხადებას, რომელიც რუს კოლეგა დმიტრი მედვედევთან მოკლე საუბარში გააკეთა ისე, რომ მიკროფონი გამორთული ეგონა. ობამამ სეულში, მედვედევთან შეხვედრისას გადაულაპარაკა მას, რომ აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ უფრო "მოქნილი" იქნება შეიარაღების კონტროლის საკითხების განხილვისას, განსაკუთრებით რაც შეეხება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების გეგმას. რუსეთი გადაჭრით ეწინააღმდეგება ამ გეგმას. მედვედევთან საუბარში ობამას დაპირებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიიდან - პრეზიდენტს ადანაშაულებენ, ნოემბერში მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, რუსეთთან მეტისმეტად დიდ დათმობაზე წასვლის სურვილში. მაგრამ ობამამ დღეს უარყო რესპუბლიკელების ბრალდება და განაცხადა, რომ ვაშინგტონში არსებული წინასაარჩევნო დაძაბულობის გამო ამჟამად მიზანშეწონილად არ მიაჩნია პარტიებს შორის დისკუსიის გაჩაღება საერთაშორისო პოლიტიკის რთულ საკითხებზე.
XS
SM
MD
LG