Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში შეიკრიბნენ "ბრიკს"-ის ლიდერები


ინდოეთში შეიკრიბნენ ე.წ. „ბრიკს“-ში შემავალი, ეკონომიკურად სწრაფად მზარდი ქვეყნების ლიდერები ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურებაზე მოსალაპარაკებლად. "ბრიკსი" აერთიანებს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას. ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიოს მოსახლოების 43-მდე პროცენტი. დღის წესრიგში შეტანილ საკითხებს შორის სახელდება წინადადება, შეიქმნას ერთობლივი ბანკი, ტრადიციულად, დასავლეთის გავლენით მოქმედი საფინანსო ინსტიტუტების - მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპირწონედ.
XS
SM
MD
LG