Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 21 ექსტრემისტი მოკლეს


პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 21 ექსტრემისტი იქნა მოკლული წუხელ მომხდარი შეტაკებისას. შეტაკება მოჰყვა 50-ზე მეტი შეიარაღებული პირის თავდასხმას სამხედრო პოსტზე ხადიზაის რაიონში, რომელიც ავღანეთის საზღვრის მახლობელ ორაკზაის პროვინციაში მდებარეობს. ამ ცნობას ვერ ამოწმებენ დამოუკიდებელი წყაროები, რადგან ჟურნალისტებსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს არ ეძლევათ რეგიონში შესვლის უფლება. ორაკზაის დიდ ნაწილს აკონტროლებენ თალიბები და რეგიონში ხშირია შეტაკებები უშიშროების ძალებსა და ექსტრემისტებს შორის.
XS
SM
MD
LG